შსს

მეტროსადგურ "თავისუფლებასთან" ორი ადამიანი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს

მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" ორი ადამიანი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 

შსს-ს ცნობით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-სა და 1998 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. უწყების ინფორმაციით, ორივე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. 

სამინისტროსვე ცნობით, პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით 7-დან 15 წლამდე. 

შსს-ს ცნობით, დამნაშავის დადგენისა და დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

კომენტარები