საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI) დღეს, 11 მაისს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 58% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების, გავლენის ქვეშაა.
კითხვაზე "არის თუ არა სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ", 58% პასუხობს, რომ დიახ. 19% - არა, ხოლო 23%-მა არ იცის, ან პასუხის გაცემა არ სურს.
არის თუ არა სასამართლო სისტემა მიკერძოებული:
დიახ - 51%
არა - 25%
არ ვიცი/უარი პასუხზე - 24%
არის თუ არა სასამართლო სისტემა კვალიფიციური:
დიახ - 45%
არა - 34%
არ ვიცი/უარი პასუხზე - 21%
არის თუ არა სასამართლო სისტემა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების კონტროლის ქვეშ:
დიახ - 45%
არა - 21%
არ ვიცი/უარი პასუხზე - 34%
არის თუ არა სასამართლო სისტემა კორუმპირებული:
დიახ - 35%
არა - 31%
არ ვიცი/უარი პასუხზე - 34%
არის თუ არა სასამართლო სისტემა სამართლიანი:
დიახ - 30%
არა - 49%
არ ვიცი/უარი პასუხზე - 21%
არის თუ არა სასამართლო სისტემა ოპოზიციური პარტიის გავლენის ქვეშ:
დიახ - 10%
არა - 64%
არ ვიცი/უარი პასუხზე - 25%
ამასთან, კითხვაზე "უნდა მუშაობდნენ თუ არა სასამართლოში ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ", 80% პასუხობს, რომ არა. 13%-ის აზრით, "დიახ, ყველას უნდა მიეცეს გამოსწორების შანსი". მოსახლეობის 1% მიიჩნევს, რომ ასეთი მოსამართლეები სასამართლო სისტემაში არასდროს გვყოლია, ხოლო 6%-მა არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე.
წაიკითხეთ ამავე თემაზე -
TI-ის კვლევა: 50%-ზე მეტი თვლის, რომ პროკურატურა, შსს და სუს ოცნების ინტერესებს ატარებენ
TI-ის კვლევა: 50%-ზე მეტის აზრით, ნარკოტიკის პირადი მოხმარების გამო, პირს არ უნდა აპატიმრებდნენ
TI-ის კვლევა: მოსახლეობის 45% თვლის, რომ ნარკოტიკის ჩადების პრაქტიკა არსებობს
TI-ის კვლევა: პრემიერმინისტრს 9% ენდობა სრულად, 19% - საერთოდ არა
არასამთავრობო ორგანიზაცია TI-ის დაკვეთით, კვლევა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" ჩაატარა. კვლევა 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა და მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 გამოიკითხვა.
საშუალო ცდომილება 2.8%-ია.
კვლევა ეხება კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს ქრთამი მოსთხოვეს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ;
ამასთან, გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ საქართველოში გავრცელებულია საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად, ხოლო 16% ფიქრობს, რომ ასეთი რამ გავრცელებული არ არის;
სხვა სახელმწიფო ინსიტუტებთან შედარებით, კვლევის მიხედვით, საგრძნობლად დაბალია მოქალაქეთა ნდობა პარლამენტისა და სასამართლოს მიმართ, რომლებსაც სრულად ან მეტწილად ენდობა გამოკითხულთა მხოლოდ 17% და 20%.
გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლოდ 51% თვლის, რომ ის მიკერძოებულია. გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.





