შს მინისტრი პარლამენტში

შს მინისტრი 18 მაისს, პარლამენტში გამოსვლისას სამ საკითხზე ისაუბრებს

0 კომენტარი

საქართველოს პარლამენტში 18 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ვიცეპრემიერს გიორგი გახარიას მოუსმენენ. გახარიამ შესაბამისი მოთხოვნით პარლამენტს თავად მიმართ, მას შემდეგ რაც კლუბებში განხორციელებული სპეცოპერაციების შემდედ საპარლამენტო უმცირესობამ გახარია პარლამენტში დაიბარა.

მინისტრი პარლამენტში სამ საკითხზე ისაუბრებს. ესენია:

·2018 წელს შსს-ს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგები;

·შსს-ში მიმდინარე და დაგეგემილი რეფორმები;

·2018 წლის 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კლუბებში სპეცოპერაცია ჩატარდა და პოლიციამ კლუბების მხარდასაჭერად შეკრებილი ადამიანების აქცია დაარბია. 14 მაისს მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ გიორგი გახარიას იურიდიული, ადამიანის უფლებების დაცვის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიიწვევდნენ, თუმცა, დღეს ევროპულმა საქართველომ შს მინისტრი საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში დაიბარა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბუბა მირცხულავა

კომენტარები