IRI-ის კვლევა

IRI: მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ქვეყნის მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40%-მა პროცენტმა უმუშევრობა შესაძლო სამი ვარიანტიდან პირველ რიგში დაასახელა, ხოლო სამიდან ერთ-ერთ პრობლემად - გამოკითხულთა 62%-მა. 

მოსახლეობა საქართველოს მთავარ პრობლემად ასევე ასახელებს ეკონომიკური მდგომარეობას - 49%; ტერიტორიულ მთლიანობას - 26%; სოციალური პრობლემები - 9%; კრიმინალის დონე - 8%; არაკვალიფიციური მთავრობა - 4%.

კითხვაზე, რომელია მათი ოჯახების მთავარი პრობლემა, პასუხები ასეთია: 

  • უმუშევრობა - 35%;
  • ეკონომიკური მდგომარეობა - 29%;
  • დაბალი ხელფასი - 13%;
  • დაბალი პენსია - 8%;

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით, კვლევა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციამ ჩაატარა. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოიკითხა საარჩევნო უფლების მქონდე საქართველოს 1500 მოქალაქე.

რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.

კომენტარები