დროებითი საგამოძიებო კომისია

არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია დამტკიცებულია

parliament.ge

დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე იმუშავებს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. კომისიის შექმნის დადგენილებას მხარი 95-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა წევრმა კი ხმა კომისიის წინააღმდეგ მისცა.

აირჩიეს კომისიის თავმჯდომარეც - სერგი კაპანაძემ 91 დეპუტატის ხმა მიიღო, ადა მარშანიამ კი - 1. 

კომისია 17 ადამიანისგან შედგება, მის უმრავლესობას - 9 წევრი, ევროპული საქართველო წარმოადგენს, ქართული ოცნება კი 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 

კომისიის შემადგენლობაში ევროპული საქართველოს მხრიდან არიან სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი. 

ქართული ოცნების მხრიდან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე. 

ასევე, კომისიის წევრები არიან პატრიოტთა ალიანსის წევრი ადა მარშანია და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. 

კომისია სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. 

კომენტარები