ევროპული საქართველო

კახიძე: გავაკეთებთ ყველაფერს სიმართლის დასადგენად, აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ

ტაბულა

ევროპული საქართველო რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს." - ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ ისაუბრა.

"ევროპულმა საქართველომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენ, არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, შესაბამისად, ჩვენ ამ აქციაში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ ვმუშაობთ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის გამოძიებაზე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში და გავაკეთებთ ყველაფერს სიმართლის დასადგენად. ამავე დროს საქართველოს ყველა მოქალაქეს და ნიბისმიერ პოლიტიკურ ძალას, აქვს ლეგიტიმური უფლება გამოხატოს პროტესტი მშვიდობიან ფორმებში." - ამბობს ოთარ კახიძე.

10 ივნისს რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აქციას გამართავენ.

დროებითი საგამოძიებო კომისია ევროპული საქართველოს ინიციატივით შეიქმნა. კომისია გუშინ პირველად შეიკრიბა და სამი თვის განმავლობაში იმუშავებს. ის დავით სარალიძის მკვლელობის საქმის მასალებს შეისწავლის, ასევე, როგორც მისმა თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ თქვა, კომისიის პირობებში გამოიკითხება ყველა ადამიანი, ვის მიმართაც ამ საქმესთან დაკავშირებით, კითხვები არსებობს.

მთლიანობაში კომისია 17 ადამიანისგან შედგება, მის უმრავლესობას - 9 წევრი, ევროპული საქართველო წარმოადგენს, ქართული ოცნება კი 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი.

კომენტარები