ჩრდილოეთ კორეა

ვიდეოს, რომელიც ტრამპმა კიმ ჩენ ინს აჩვენა ფილმის ტრეილერს ადარებენ

Getty Images

{"preview_thumbnail":"","video_url":"https://www.facebook.com/WhiteHouse/videos/1710505219037204/?hc_ref=ARTgOaHRsTBYvvcLThuwFizEaqCICJC3n1yUISjJWtU4-0IH1nA_BBHY4Ed1mLCDbHE","settings":{"responsive":1,"width":"854","height":"480","autoplay":0},"settings_summary":["Embedded Video (Responsive)."]}

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის მშრომელთა პარტიის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, რომ მან კიმ ჩენ ინს iPad-ის მეშვეობით 4-წუთიანი ვიდეო აჩვენა, რომელშიც წარმოდგენეილია თუ რა შეიძლება მოჰყვეს კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარებას.

ამ განცხადების შემდეგ, თეთრი სახლის ოფიციალურმა facebook გვერდმა ეს ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოს, რომელიც უკვე 3 მილიონჯერ ნახეს, ჰოლივუდური ფილმის ტრეილერს ჰგავს. ვიდეოს დასაწყისში აწერია რომ მას Destiny Pictures-ი ანუ სტუდია ბედისწერა წარმოგიდგენთ. ვიდეოს პირველ ნაწილში მოკლედ არის მიმოხილული კორეის ნახევარკუნძულუს კონფლიქტის ისტორია და ნათქვამია რომ ისტორია მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს არგუნებს ბედისწერას შექმნან ახალი ისტროა, ამ ტექსტის დროს ეკრანზე დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის კადრები ჩნდება. ვიდეოში ოვალურ კაბინეტში მყოფი სილვესტერ სტალონეც ჩანს, მასში ასევე წყალზე მორბენალი ცხენებიც მონაწილეობენ.

ვიდეოში ე.წ. stock footage-ის გამოყენებით დახატულია თუ რა შეიძლება იყოს ჩრდილოეთ კორეის მომავალი თუ კიმ ჩენ ინი ბირთვული განიარაღებისა და მილიტარიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები