თავდაცვის სამინისტრო

სამინისტროს ინფორმაციით, მათ არ იცოდნენ, რომ ტენდერებში ჯაშუშობაში ბრალდებული იმარჯვებდა

0 კომენტარი
სატანკო სწავლება ვაზიანში ფოტო: facebook.com/mod.gov.ge

2010 წელს საქართველოში სპეცოპერაცია "ენვერი" ჩატარდა. მაშინ სამართალდამცავებმა რუსულ ГРУ-სთან კავშირის გამო 13 პირი დააკავეს. მათგან რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი მხოლოდ ერთმა - ბიზნესმენმა პეტრე დერვიშაძემ აღიარა. დევრიშაძეს 2011 წელს სახელმწიფომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. 

"სტუდია მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ პირი, რომელმაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით მსხვილ ტენდერებში იმარჯვებდა, ხოლო მის პროდუქციას თავდაცვის სამინისტრო, სუს-ი, შსს და სხვა ძალოვანი უწყებები ყიდულობდნენ.

დერვიშაძის მიერ დაფუძნებული კომპანია შპს MARGIO LTD-ს ჯამში 3,2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. ოფიციალურად კომპანია დერვიშაძის მეუღლის ინგა დერვიშაძის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო მისი დირექტორი კი თავად პეტრე დერვიშაძეა. 

დერვიშაძეს ეკუთვნის კიდევ ერთი კომპანია სახელწოდებით, შპს გლობალ თრეიდ გუპი, აღნიშნული კომპანიაც სახელმწიფო შესყიდვებშია ჩართული. ამ კომპანიებმა ძალოვან უწყებებს მიაწოდეს 4 მილიონი შემდეგი ტიპის აღჭურვილობა: მფრინავის აღჭურვილობა, კომპიუტერის დეტალები, რადიაციული დონის მზომავი ხელსაწყოები, ვიდეორეგისტრატორები, სკუტერები, ნავები, ასევე დრონები, ვიდეოკამერები და ციფრული საკომუნიკაციო აღჭურვილობა სატელიტურ თანამგზავრთან დასაკავშირებლად. 

თავდაცვის სამინისტრომ დერვიშაძესთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მათ დერვიშაძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ:

"შპს“მარგიო“ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ელექტრონულ, ღია ტენდერებში 2013 წლიდან მონაწილეობს. სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ღია ელექტრონულ ტენდერში მონაწილე კომპანიების ვინაობა არის ფარული. გამოცხადებულ ღია ტენდერში მონაწილე კომპანიებისა და მისი დამფუძნებლების წარსული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უწყება არ ფლობს.

ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ელექტრონული ფარული პროცედურების დასრულების შემდეგ ხდება ცნობილი. კანონმდებლობის მიხედვით, ელექტრონულ ღია ტენდერში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს. შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უწყებამ ტენდერში მონაწილე კომპანიას დაუწესოს რაიმე შეზღუდვა, ან დაინტერესდეს კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის ნასამართლეობის ან წარსული ცხოვრების/ წარსული საქმიანობის შესახებ.

რაც შეეხება მტკიცებას იმის შესახებ, რომ შპს „მარგიო“ ახდენს შეიარაღებული ძალების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას, სიმართლეს არ შეესაბამება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ კომპანიისგან მოხდა მხოლოდ ერთი კომპიუტერის ვიდეობარათის შესყიდვა, ლევან იზორიას მინისტრად დანიშვნამდე, 2016 წლის 11 აპრილს. ხელშეკრულების ღირებულება იყო 3200 ლარი. აქვე მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი კომპიუტერული ტექნიკა, ექსპლუატაციაში გაშვებამდე და მის შემდეგაც, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვის მიზნით, რეგულარულად მოწმდება და კონტროლდება"- წერია განცხადებაში.

თავად პეტრე დერვიშაძემ პირველი კომენტარი უკვე გააკეთა. რუსთავი 2-თან დერვიშაძემ თქვა, რომ მის დისკრედიტაციას ტენდერებში მისი კონკურენტები ცდილობენ. დერვიშაძის თქმით, სწორედ ამ კონკურენტებმა დაუკვეთეს სტუდია მონიტორს სიუჟეტის მომზადება.

"ეს ყველაფერი უკავშირდება ბოლო ტენდერს რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა 26 ათასი წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვაზე. იქ მოიგო ჩემმა კომპანიამ. იმიტომ, რომ დავდე დაბალი ფასი. 230 ათასი ლარი დავაკელი, იმიტომ, რომ შემეძლო მაგ ფასად მიმეწოდებინა, დამრჩენოდა მოგება, მაგრამ კონკურენტებმა ეს ვეღარ აიტანეს რომ პეტრე დერვიშაძეს მოეგო და რა გაეკეთებინათ? ქუჩაში ხომ არ დამხვდებიან და ხომ არ მესვრიან? სხვა შანსი არ აქვთ და ეს თემა დააკავშირეს

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები