თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის უწყება აუქმებს ტენდერს, რომელშიც ჯაშუშობაში ბრალდებულის კომპანია მონაწილეობდა

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო აუქმებს ტენდერს, რომელშიც ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა.

"21 ივლისს გამოვიდა დავების საბჭოს გადაწყვეტილება, სადაც დავების საბჭომ დაგვავალა ტენდერის პირობების გადასინჯვა. თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის ემორჩილება და ასრულებს დავების საბჭოს გადაწყვეტილებას. გამოცხადდება ახალი ტენდერი უკვე გადასინჯული და გადახედილი პირობებით“, - განმარტავს უწყება.

იქამდე, თავდაცვის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მათ დერვიშაძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ცნობისთვის, "სტუდია მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ პირი, რომელმაც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა აღიარა, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით მსხვილ ტენდერებში იმარჯვებდა, ხოლო მის პროდუქციას თავდაცვის სამინისტრო, სუს-ი, შსს და სხვა ძალოვანი უწყებები ყიდულობდნენ.

დერვიშაძის მიერ დაფუძნებული კომპანია შპს MARGIO LTD-ს ჯამში 3,2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. ოფიციალურად კომპანია დერვიშაძის მეუღლის ინგა დერვიშაძის სახელზეა რეგისტრირებული, ხოლო მისი დირექტორი კი თავად პეტრე დერვიშაძეა. 

2010 წელს საქართველოში სპეცოპერაცია "ენვერი" ჩატარდა. მაშინ სამართალდამცავებმა რუსულ ГРУ-სთან კავშირის გამო 13 პირი დააკავეს. მათგან რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი მხოლოდ ერთმა - ბიზნესმენმა პეტრე დერვიშაძემ აღიარა. დევრიშაძეს 2011 წელს სახელმწიფომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. 

კომენტარები