ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქალაქ თბილისში, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებში, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშეშენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრო სიგარეტისათვის განკუთვნილი „HEETS”-ის და „PARLIAMENT“- ის ფირმის თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 4 290 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 23 000 ლარს აღემატება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით." - წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.