სამაშველო ოპერაცია ტაილანდში

ტაილანდში დატბორილი მღვიმეებიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დაიწყეს

aljazeera.com

ტაილანდში მაშველებმა დატბორილი მღვიმეებიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დაიწყეს. 

სამაშველო ოპერაციაში 13 უცხოელი მყვინთავი და ტაილანდის საზღვაო ფლოტის 5 მყვინთავი იღებს მონაწილეობას. ოფიციალური ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია 2-დან 4 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს. თითეული მოზარდთან ერთად გამოსვლისას ორი მყვინთავი იქნება და პირველი ადამიანის გამოყვანას დაახლოებით 11 საათი დაჭირდება. 

12 ფეხბურთელი, რომელთა ასაკი 11-დან 16 წლამდეა და მათი 25 წლის მწვრთნელი, რომლებიც ტაილანდის და მიანმარის საზღვართან მღვიმეების კომპლექსში ორი კვირის წინ დაიკარგნენ მაშველებმა 6 დღის წინ იპოვეს. 

სამძებრო სამუშაოებს მღვიმეებში აწეული წყლის დონე ართულებდა. დაკარგულები ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავებმა იპოვეს, თუმცა მათ გამოყვანა ამ დრომდე შეუძლებელი იყო.

კომენტარები