აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობას 29 წლის თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

0 კომენტარი
თორნიკე რიჟავაძე ფოტო: facebook.com/AdjaraGovGe

დღეიდან აჭარის ა.რ მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. მთავრობის თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა იყო აუცილებელი.

აჭარის მთავრობის ცნობით, 29 წლის თორნიკე რიჟვაძე დღემდე ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად მუშაობდა. ასევე იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" დირექტორად კი 2017 წლის 26 დეკემბერს დაინიშნა.

2014 -2016 წლებში თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი იყო საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში. თორნიკე რიჟვაძეს განათლება განათლება საქართველოსა და აშშ-ის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული, არის ლონდონის "სიტის" უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი.

თორნიკე რიჟვაძის მიერ დაკოპმლექტებულ მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაში სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა და ეკონომიკის უკვე ყოფილ მინისტრებს ჯაბა ფუტკარაძე და ტიტე აროშიძე ჩაანაცვლებენ.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობას შეინარჩუნებენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ თანამდებობა თვის დასაწყისში, ორწლიანი მმართველობის შემდეგ დატოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები