თბილისის ქუჩები, რომლებსაც 24 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 24 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის შესახვევის, ოცხელის, ქინძმარაულის, წმინდა ბარბარეს და ნაკადულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და კახიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IV მიკრორაიონის და ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ბარამიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ნიკოლოზ ჩაჩავას (ნაწილობრივ), ფერაძის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშველას გამზირის (ნაწილობრივ) და პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხის, ყიფიანის და მთაწმინდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიშაშვილის, ცურტაველის, ხონელის, ხარფუხის, სოღანლუღის, შუშინის, ფირდოუსის, ფაბრიკის, ბააზოვის, იბრაჰიმ ისპაჰანლის, განჯელის, თელეთის, ხუციშვილის, მერჩულეს, საბანაძის, ქუმსიაშვილის, ბერძნის, ლორთქიფანიძის, ბექა ოპიზარის, დეკაბრისტების, წალკის და ნადიკვარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გულუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები