ასტრონომია

რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელი მთვარის დაბნელების შესახებ?

პარასკევს, 27 ივლისს მთვარე დედამიწის ჩრდილში გაივლის და 103 წუთის განმავლობაში დაბნელდება. ეს საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება იქნება და 26 წუთით უფრო მეტ ხანს გასტანს, ვიდრე მთვარის ბოლო დაბნელება.

დაბნელებაზე დაკვირვებას დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა შეძლებს. მას მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკიდან ვერ დაინახავენ. იმ დროისთვის, როცა ჩრდილოეთ ამერიკაში დაღამდებადა და სავსე მთვარე ამოვა, მთვარეს უკვე გავლილი ექნება დედამიწის ჩრდილი. საქართველოში მთვარის დაბნელება 21 საათსა და 14 წუთზე დაიწყება და სრულად 11 საათსა და 30 წუთზე დაბნელდება.

მთვარის დაბნელებისთვის აუცილებელია, რომ მთვარე სავსე იყოს. სავსემთვარეობის ფაზაში მზე და მთვარე დედამიწის მოპირდაპირე მხარებზეა განლაგებული. მაშინ რატომ არ ხდება დაბნელება ყოველი სავსემთვარეობისას? იმიტომ, რომ მთვარის ორბიტა ზუსტად არ შეესაბამება დედამიწისას, ის 5 გრადუსით უფრო დახრილია. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მთვარე დედამიწასთან დიდი ობიექტის შეჯახების შედეგად წარმოიშვა. ასე რომ, სავსემთვარეობისას, როგორც წესი, ჩრდილი ცდება მთვარეს და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში, მთვარის და დედამიწის ორბიტების გადაკვეთის მხოლოდ ორ წერტილში ხდება შესაძლებელი მისი სრული დაბნელება. ამ ადგილებს კვანძები ეწოდებათ. 

მთვარის სრული დაბნელების ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი მისი ფერი იქნება. როდესაც მთვარე სრულად მოექცევა დედამიწის ჩრდილში, ის კი არ გაუჩინარდება, არამემ გაწითლდება. როდესაც მზის სინათლე დედამიწის ატმოსფეროს გაივლის, ის ნაწილაკებთან შეჯახების გამო გაიბნევა. ლურჯი სინათლე უფრო მეტად გაიბნევა ვიდრე წითელი, ამიტომ როდესაც მზის სინათლე მთვარის ზედაპირს მიაღწევს, ის მეტწილად წითელი ფერის იქნება. ამ ფენომენს რელეის გაბნევა ეწოდება და მზის ჩასვლის ან ამოსვლის მოწითალო შეფერილობასაც განაპირობებს.

კომენტარები