თავდაცვის სამინისტრო

დაპირისპირება კოჯრის სამხედრო ნაწილში - ოთხი ჯარისკაცი ჰოსპიტალში გადაიყვანეს

თავდაცვის სამინისტრო

კოჯრის სამხედრო ნაწილში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს შორის დაპირისპირება მოხდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოთხი ჯარისკაცი დაზიანებებით სამხედრო სამედიცინო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

"მათ უტარდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ჯარისკაცების სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე, რადგან მიყენებული აქვთ მსუბუქი დაზიანებები“, - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო.

კომენტარები