Apple ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომლის საბაზრო ღირებულებამაც $1 ტრილიონს გადააჭარბა. $1 ტრილიონიან ბარიერს კომპანიამ 2 აგვისტოს, აქციების ღირებულების 2.9%-იანი ზრდის შედეგად გადააჭარბა. ამჟამად Apple-ის ერთი აქცია $207 ღირს.
Apple-ის აქციები საფონდო ბირჟაზე 1980 წელს განთავსდა, მაშინ ერთი აქციის ღირებულება $2.75 ცენტს შეადგენდა. მხოლოდ 1983 წელს გადააჭარბა ერთი აქციის ფასმა $8 დოლარს.
საბაზრო მოლოდინი, რომ Apple იქნებოდა პირველი კომპანია, რომელიც $1 ტრილიონს გადააჭარბებდა გასული წლების განმავლობაში არსებობდა. რიგით მეორე კომპანია სავარაუდოდ ონლაინშოფინგის გიგანტი Amazon-ი იქნება. ამჟამად Amazon-ის ყველა აქციის საერთო ღირებულება (საბაზრო კაპიტალიზაცია) $884 მილიარდს შეადგენს, მესამე ადგილზე კი $854 მილიარდით Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ია.
უმსხვილესი საბაზრო ღირებულების მქონე კომპანიების ათეული:
- Apple - $1 ტრილიონი;
- Amazon - $884 მილიარდი;
- Alphabet - $854 მილიარდი;
- Microsoft - $824 მილიარდი;
- Facebook - $513 მილიარდი;
- Berkshire Hathaway - $491 მილიარდი;
- Alibaba - $472 მილიარდი;
- Tencent Holdings - $445 მილიარდი;
- JPMorgan Chase - $393 მილიარდი;
- ExxonMobil - $343 მილიარდი.
ანალიტიკოსების შეფასებით, მაღალი ალბათობით, Apple-ის ღირებულების გადაჭარბება შეუძლია საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Aramco-ს, რომელსაც ქვეყანაში არსებული ნავთობის რეზერვები ეკუთვნის. IPO-ს შემთხვევაში, Aramco-ს ღირებულებამ შესაძლოა $2 ტრილიონსაც გადააჭარბოს.
(ერთი ტრილიონი ათას მილიარდს, ანუ მილიონჯერ მილიონს უდრის)