არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია. გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრას აპირებს, მან დღეს გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა. 

ის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება, თუმცა, მას მხარს სავარაუდოდ, მმართველი გუნდი დაუჭერს. 

"მინდა, რასაც ელოდოთ დიდი ხანია, ის ოფიციალურად გითხრათ. მე ვაყენებ ჩემს კანდიდატურას პრეზიდენტობაზე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელზეც ბევრი ვიფიქრე. ეს არ მომხდარა ერთ დღეში. იცით, რომ 2013 წელსაც ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ გადაწყვეტილებამდე მისვლა არის ძალიან მძიმე. მეტადრე, იცით, რომ მქონდა შვილის ქორწილი და მალე იქნებიან შვილიშვილები და მე უკვე ვიცი, რომ ამ ვალდებულებას უკვე ნაკლებად შევასრულებ და ამაზეც ვფიქრობდი ამ დღეებში, როცა ვფიქრობდი, ჩავერთო თუ არ ჩავერთო ამ მარათონში. ამავე დროს, ეს დიდი პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობა. მე ვარ ვალდებული ჩემი წინაპრების წინაშე და ყველა იმათ წინაშე, ვინც 100 წლის წინ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და შემდეგ ეს დამოუკიდებლობა ვეღარ აცოცხლეს", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იოკო ონომ ჯონ ლენონის Imagine-ის ახალი ვერსია გამოუშვა

კომენტარები