საპრეზიდენტო არჩევნები 2018

მდინარაძე: ვერ დავუშვებთ, არჩევნებში ენმ-მა და მისმა დანაყოფებმა გაიმარჯვონ

პარლამენტი

მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული ოცნება ვერ დაუშვებს, საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის დანაყოფებმა" გაიმარჯვონ, ამიტომ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს დაუჭერენ. 

"მრავალი მოსაზრება იყო ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ის აზრიც კი იყო, რომ საერთოდ არც ერთი კანდიდატისთვის არ დაგვეჭირა მხარი. მაგრამ ვინაიდან ამ ქვეყანაში არსებობს ნაციონალური მოძრაობა და მისი სხვადასხვა დანაყოფები, ჩვენ ვერ დავუშვებთ 0,1%-იან რისკსაც კი, რომ რომელიმე მათგანმა გაიმარჯვოს. ამიტომ, ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს. ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ყველა შეიტანს ცესკოში შესაბამის განაცხადს", - თქვა მამუკა მდინარაძემ

ქართული ოცნების ოფისში დღეს დეპუტატებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა კონსულტაციები გამართეს, შემდეგ კი გაკეთდა განცხადება, რომ მმართველ გუნდს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა, შესაძლოა რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს მხარი დაუჭირონ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება. 

კომენტარები