რუსეთი-საქართველო

ხვალიდან, თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნება

telegraph.co.uk

ხვალიდან, თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი დაიწყებს მუშაობას. როგორც Travel Assistance Services AS LLC განცხადებაში წერია, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების მიღების პროცესი მარტივდება.

"აღნიშნულს ხელს შეუწყობს რსც-ს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კვალიფიციური პერსონალი, 16 მიმღები ფანჯარა, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა დედაქალაქის ცენტრში, კომფორტული კეთილმოწყობილი ფართები და სხვა შესაძლებლობები",- წერია განცხადებაში.

ასევე, ცენტრი რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას ვიზის გასაცემად დოკუმენტაციას  და მზა ვიზებით პასპორტებსაც გასცემს.

დოკუმენტების შეტანისას გადასახადის ტარიფები რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად არის დადგენილი. 

"საყურადღებოა ის, რომ რსც-ს და მის თანამშრომლებს არ შეუძლიათ ვიზების გაფორმებისა და დოკუმენტების განხილვის ვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენა. განმცხადებლის მიერ მოწოდებული დოკუმენტების სისრულისა და უტყუარობის შეფასება, ვიზის გაფორმებისა და გაცემის (ან უარის) შესახებ გადაწყვეტილებების მიღება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის ექსკლუზიურ პრეროგატივას",- აღნიშნულია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ აღნიშნული უწყების კომპეტენციაში არ შედის და სამინისტროს საკითხთან არანაირი კავშირი არ აქვს.

კომენტარები