ჩრდილოეთ კორეა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ჩრდ. კორეა ბირთვულ პროგრამაზე ისევ მუშაობს

AFP

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით მათმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის პროგრამაზე მუშაობას აგრძელებს.

სააგენტოს მიხედვით შესაძლოა ჩრდილოეთ კორეა ურანის გამდიდრებაზე მუშაობდეს.

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს ამერიკულმა მედიამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელიტური სურათების მიხედვით ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის საკვლევი ცენტრები უმჯობესდება.

გასული თვის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეა ტრამპის ადმინისტრაციასთან დადებული შეთანხმების მიუხედავად ახალი ბალისტიკური რაკეტების შექმნას აგრძელებს.

ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ერთი ან ორი ახალი საკონტინენტთაშორისო რაკეტის შექმნაზე მუშაობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით ჩრდილოეთ კორეის მხრიდან იარაღის პროგრამებზე მუშაობის გაგრძელება დენუკლეარიზაციის თაობაზე მათ მიერ დადებულ პირობას არ შეესაბამება.

"თავმჯდომარე კიმმა დადო ბირთვული განიარაღების პირობა. მსოფლიომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით მოითხოვა, რომ ისინი ასე მოიქცნენ. ისინი ამ პირობასთან შეუსაბამოდ იქცევიან, არღვევენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას და ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი სასურველი შედეგის მისაღებად." თქვა პომპეომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები