ერთიანი ეროვნული გამოცდები

ეროვნული გამოცდებზე კომპეტენციის ზღვარი 12 000-მდე აბიტურიენტმა ვერ გადალახა

ipress

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ უნივერსიტეტში ჩასარიცხად ქულები არ ეყოთ, 482-ია. 

ხოლო კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა ან გამოცდაზე არ გამოცხადდა დაახლოებით 12 ათასი აბიტურიენტი. 

სულ 2018 წლის ეროვნულ გამოცდაზე დაახლოებით 39 000 აპლიკანტი იყო. 

ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თქმით, გასულ წელთან შედარებით ჩარიცხული აბიტურიენტების რაოდენობა წელს 1%-ით გაიზარდა. 

ამასთან, მისივე თქმით, უნივერსიტეტებში 14 569 ადგილი ვაკანტური დარჩა, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 

წელს 27 409 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მაია მიმინოშვილის თქმით, ეს აბიტურიენტთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 70%-ია. მისივე თქმით, სახელმწიფომ სულ 10 614 სტუდენტი დააფინანსა, 1000-ზე მეტი - სრულად. 

კომენტარები