ტურიზმი

2018 წელს საქართველოს სასტუმროებში ნომრების რაოდენობა 48%-ით გაიზარდა

0 კომენტარი

სასტუმრო სტამბა, თბილისი ფოტო: booking.com

ტურისტული სექტორის ბრუნვა ორნიშნა რიცხვებით იზრდება. 2018 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველომ მთლიანობაში 4.6 მილიონი ვიზიტორი მიიღო, აქედან 2.4 მილიონი ტურისტი იყო და საქართველოში 24 საათზე მეტხანს დარჩა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში სულ 2,342 სასტუმროს ტიპის ობიექტია (აქედან: 842 სასტუმროა, 938 საოჯახო სასტუმრო და 562 სხვა ტიპის განთავსების ობიექტი). ამ ობიექტებში ნომრების საერთო რაოდენობა 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 23,083-ს, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 48%-ით აღემატება.

2018 წელს გახსნილ დიდ სასტუმროთა შორისაა: Stamba – 205 ნომერი, ახაშენის ღვინის კურორტი - 41 ნომერი, Moxy by Marriott – 130 ნომერი, Ramada Encore – 152 ნომერი.

დაგეგმილ სასტუმროებს შორისაა: თბილისი Radisson BLU Telegraph – 189 ნომერი, თბილისი Pullman Hotels & Resort – 234 ნომერი, ბათუმი Le Meridien – 110 ნომერი და სხვა.

რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი ნომერი აჭარაშია, მეორე ადგილზე კი თბილისია

  1. აჭარა - 10 ათასი ნომერი
  2. თბილისი - 8 ათასი ნომერი
  3. სამცხე - ჯავახეთი - 3.7 ათასი ნომერი
  4. სამეგრელო ზემო სვანეთი - 2.9 ათასი ნომერი
  5. იმერეთი - 2.1 ათასი ნომერი
  6. მცხეთა - მთიანეთი - 2.1 ათასი ნომერი
  7. გურია - 1.7 ათასი ნომერი
  8. კახეთი - 1.5 ათასი ნომერი
  9. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი - 500 ნომერი
  10. ქვემო ქართლი - 235 ნომერი
  11. შიდა ქართლი - 163 ნომერი

ეროვნული ბანკის კალკულაციის მიხედვით, ამ ტურისტებმა 2018 წლის 7 თვეში საქართველოში $1.79 მილიარდი დოლარი დახარჯეს. ეს 2017 წელთან შედარებით 21%-ით მეტია. 

ქვეყნების მიხედვით ვიზიტორთა რაოდენობა ასეთია:

  1. აზერბაიჯანი - 755 ათასი, ზრდა წინა წელთან 10%;
  2. რუსეთი - 696 ათასი, ზრდა წინა წელთან 24%;
  3. თურქეთი - 657 ათასი, ზრდა წინა წელთან 20%;
  4. სომხეთი - 653 ათასი, ზრდა წინა წელთან 2%;
  5. ირანი - 179 ათასი, ზრდა წინა წელთან27%;
  6. უკრაინა - 94 ათასი, - ზრდა წინა წელთან 0.9%;
  7. ისრაელი - 79 ათასი, ზრდა წინა წელთან 34%;
  8. პოლონეთი - 33 ათასი, ზრდა წინა წელთან 34%;
  9. გერმანია - 31 ათასი, ზრდა წინა წელთან 47%;
  10. ყაზახეთი - 30 ათასი, ზრდა წინა წელთან 23%.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წელს მთლიანობაში ტურიზმის შემოსავლებმა $2.7 მილიარდი შეადგინა. ტურიზმმა გასულ წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 6.9% შექმნა. 

2007-დან 2013 წლის ჩათვლით საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდა საშუალოდ 30%-ს შეადგენდა, აქედან ყველაზე მაღალი - 56%-იანი ზრდა 2012 წელს იყო. 2013 წელს ზრდამ 21% შეადგინა, 2014 წელს კი, სავიზო რეგულაციების დაწესების გამო ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპი დამუხრუჭდა და მან მხოლოდ 2.3% შეადგინა. ზრდის ტემპი გაუმჯობესდა 2015 წელს და ის 7% გახდა. 2016 წელს კი ზრდა 7.6% იყო, 2017 წელს ზრდის ტემპმა 18.7%-ს მიაღწია. ჯამში 2017 წელს საქართველომ 7.5 მილიონი ვიზიტორი მიიღო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები