ე.წ ქართული მარში

ქართული მარში: აქცია არ გაუქმებულა!

facebook

"ქართული მარშის" ინფორმაციით, სტუდენტური მოძრაობის ორგანიზებით, 18:00-ზე დინამოსთან აქცია გაიმართება.

"ჩვენ ვიკრიბებით დინამოს სტადიონის მთავარ შესასვლელთან, 18 საათზე და დავგმობთ სიბინძურის პროპაგანდას. იქნება საინფორმაციო სახის მიტინგი და მოგიწოდებთ ყველას მოსვლისკენ, ვინც ფიქრობთ, რომ პიდარსტიზმი დამღუპველია",- ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

მანამდე, დაჯგუფების ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპროტესტო აქცია არ გაიმართებოდა. თუმცა, ეს განცხადება გვერდიდან წაშლილია. 

"მოვუწოდებთ ყველა ლგბტ-პროვოკატორს - ნუ გაიკეთებენ 9 სექტემბერს მამათმავლობის სიმბოლოს ლგბტ სამკლავურებს. იმის გამო რომ ჩვენმა ნაკრებმა როგორც იქნა მატჩი მოიგო და გაუჩნდა შანსი ითამაშოს შემდეგ ეტაპზე, იმის გამო რომ საქართველოს ნაკრებს ხელი არ შეეშალოს ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ ყველა აქცია და პერფომანსი რომელიც დაგეგმილი გვქონდა გურამ კაშიას ამაზრზენი ქმედების გასაპროტესტებლად. ჩვენი ერთადერთი პირობაა, რომ სტადიონზე არ იყოს მამათმავლობის სიმბოლიკა და ლგბტ სამკლავურები, მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო დროშებით და ნაკრების ატრიბუტიკით ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ფეხბურთელებს. იმ შემთხვევაში თუ ჰომოსექსუალები-მამათმავლები-ლგბტ ორგანიზაციები და ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია უგულვებელყოფენ ქართველი გულშემატკივრების თხოვნას და მაინც ააფრიალებენსოდომის ცოდვის-მამათმვლობის სიმბოლიკას, მაშინ იძულებულნი ვიქნებით მშვიდობიანად არ დავუშვათ ლგბტ ბანდის აქცია, გეი-აღლუმი და მთელს ქართველ ერს მოვუწოდოთ აღსდგეს სოდომის ცოდვის ზეიმის წინააღმდეგ !!!
P.S.იმედს ვიტოვებთ რომ თავად ფეხბურთის ფედერაცია და გურამ კაშია შეაჩერებენ დაგეგმილ პროვოკაციას და ფეხბურთის მატჩს არ აქცევენ ჰომოსექსუალთა ზეიმად !!!"- ეწერა დაჯგუფების გვერდზე.  

შსს-მ დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც მოქალაქეებს წერსიგის დაცვისკენ მოუწოდებს.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება საქართველოს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს, 20:00 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.

 

კომენტარები