ჩრდილოეთ კორეაში კიმის დინასტიის მმართველობის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი და სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი და ათასობით მოქალაქე დასეწრო.
სამხედრო აღლუმს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. საკუთარ Twitter-ზე მან დაწერა:
"ჩრილოეთ კორეამ დაარსებიდან 70 წლის აღსანიშნავად აღლუმი გამართა, თუმცა ბირთვული რაკეტების ჩვეული დემონსტრაციის გარეშე. თემა მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება იყო. FoxNews-ის მიხედვით "ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული რაკეტების დემონსტრაცია დონალდ ტრამპისათვის იმის საჩვენებლად ამოიღო, რომ ისინი დენუკლეარიზაციის პირობის შესრულებას აპირებენ." ეს დიდი და ძალიან პოზიტიური განაცხადია ჩრდილოეთ კორეის მხრიდან. მადლობას ვუხდი თავმჯდომარე კიმს. ჩვენ ყველას დავუმტკიცებთ, რომ ცდებიან! არაფერია იმ ორ ადამიანს შორის კარგი დიალოგზე უკეთესი, ვისაც ერთმანეთი მოსწონთ! ბევრად უკეთესია ვიდრე მაშინ, როდესაც პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას შევუდექი."