საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქოში სასულიერო პირები იკრიბებიან, ისინი პატრიარქს უნდა შეხვდნენ

wp

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში მღვდელმსახურების კრება უნდა გაიმართოს. სასულიერო პირებმა საპატრიარქოს შენობაში დაახლოებით 21:00-ზე დაიწყეს შეკრება. 

საპატრიარქოში შესვლამდე რამდენიმე მათგანმა მედიასთან გააკეთა კომენტარი, მათი თქმით ისინი ილია მეორეს უნდა შეხვდნენ. რუსთავი 2-ს მღვდელმსახურებმა უთხრეს რომ შეხვედრაზე კანაფთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავდნენ. მათი თქმით, შეხვედრის შესახებ დღეს საღამოს შეატყობინეს.

ცვლილებათან დაკავშირებით პატრიარქის თანამოსაყდრემ, ასევე მეუფეებმა იაკობმა, იობმა და ანტონმა განაცხადეს, რომ ისინი აღშფოთებული არიან და რომ მსგავსი ნაბიჯებით სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ებრძვის. 

დღესვე ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დაგეგმილ ცვლილებთან დაკავშირებით თქვა, რომ მარიხუანას ექსპორტის ზნეობრივ საკითხებთან მიბმა უზნეობაა. "ამ საკითხის [მარიხუანას ექსპორტის] მიბმა მორალთან და ზნეობასთან, მე პირადად უზნეობად მიმაჩნია,"- ამბობს მინისტრი.

კომენტარები