ხორავას ქუჩის საქმე

"იმედია, მიიტანს გულთან ამ ყველაფერს" - ზაზა სარალიძე დღეს პატრიარქს შეხვდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დათო სარალიძის მამა დღეს ილია მეორეს შეხვდება. ზაზა სარალიძე საპატრიარქოში 19:00-ზე მივა.

"აბსოლუტურად ვუამბობ ყველაფერს, რაც გაგრძელდა ბოლო შეხვედრის შემდეგ, რა უსამართლობის წინაშე ვდგავარ, რისი გულისთვის ვარ გამოსული ქუჩაში, იმედია, მიიტანს გულთან ამ ყველაფერს და არ ვიცი, ვნახოთ... ერთადერთი, ის ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის უწმიდესის ლოცვა-კურთხევა, გავაგრძელებ აქციებს, სანამ სამართალი არ იზეიმებს" - თქვა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა პატრიარქს 2 ივნისსაც შეხვდა.

კომენტარები