ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Nikoloz Basilashvili Facebook

გუშინ ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირზე ფრანგი უგო უმბერი სამ სეტში 6:7, 7:6, 6:3 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

დღეს ის ტურნირის პირველ და მსოფლიოს მეთორმეტე ჩოგანს, იაპონელ კეი ნიშიკორის დაუპირისპირდება.

მეცის ტურნირის საპრიზო ფონდი 561 345 ევროა.

ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მისთვის რეკორდულ, 31-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები