რუსეთი

პუტინის თქმით, რუსეთის ისტორიაში საბჭოთა კავშირის დაშლას შეცვლიდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბლიც-ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის ისტორიაში საბჭოთა კავშირის დაშლას შეცვლიდა. 

კითხვა ასე იყო ფორმულირებული: 

"რა არის ის, რაც უკვე მოხდა რუსეთში და მის შეცვლას ისურვებდით?"

პუტინმა უპასუხა: "საბჭოთა კავშირის დაშლას". 

პასუხს აუდიტორია ტაშით შეხვდა. 

ამ საკითხზე საუბარი არ გაგრძელებულა. ჟურნალისტმა რუსეთის პრეზიდენტს შემდეგ კითხვა იმის შესახებ დაუსვა, თუ რა არის მთავარი მისთვის ცხოვრებაში. პუტინის პასუხი იყო - შედეგი. 

კომენტარები