EBRD

EBRD: კვირიკაშვილი უზბეკეთის მთავრობას ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს ექსპრემიერი და ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მრჩევლად დაინიშნა, რის შესახებაც კვირიკაშვილმა BMG-სთან ისაუბრა. EBRD-ის რეგიონულ ოფისში ტაბულას განუცხადეს, რომ ექსპრემიერი უზბეკეთის მთავრობას ეკონომიკური რეფორმების დანერგვასა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება, რაც ბოლო წლების განმავლობაში უზბეკეთის მთავრობის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

"EBRD-ის ინიციატივა "Transition 2 Transition"-ის ფარგლებში, ჩვენი მიზანია EBRD-ის პარტნიორ ქვეყნებში დანერგილი წარმატებული გამოცდილებები ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებს გავუზიაროთ. სწორედ ამიტომ, ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი იქნება უზბეკეთის მთავრობის სპეციალური მრჩეველი და ის ამ ქვეყნის მთავრობას დაეხმარება ქვეყნის მიერ გაცხადებული პრიორიტეტის მიღწევაში, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას და საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგისთვის სპეციალური ინსტიტუტის "ინვესტორთა საბჭოს" ჩამოყალიბებას გულისხმობს,"- ამბობენ EBRD-ში.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობის მეთაური 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე იყო. იქამდე ის ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობებში ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების პოსტებს იკავებდა. ამავდროულად იყო ვიცეპრემიერიც. 

თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, კვირიკაშვილმა მისი ოფიციალური facebook გვერდი, რომელზეც მისი პრემიერობის ამსახველი განცხადებები, ფოტოები და ვიდეოები იყო განთავსებული წაშალა.

 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები