EBRD

EBRD-ის რეგიონალური დირექტორი: საქართველო ევროპის მეორე ტალღის ლიდერია

ტაბულა

EBRD-ის რეგიონალური დირექტორის ბრუნო ბალვანერას შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და "ევროპის მეორე ტალღის ლიდერია". 

"საქართველო მოწინავე პოზიციაზეა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ დასავლეთის ეკონომიკაში. საქართველო ევროპის მეორე ტალღის ლიდერია,"- ამბობს ბრუნო ბალვანერა.

ამის შესახებ მან თბილისში Emerging Europe-ის რედაქტორთან ენდრიუ ვრობელთან საუბრისას განაცხადა. 

"რამდენიმე კვირის წინ თბილისში EBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი იმყოფებოდა. მისი თქმით, საქართველო ლიდერია იმ მეორე ტალღის ქვეყნებს შორის, რომლებიც თანდათანობით დასავლეთის ეკონომიკის ნაწილი ხდება. ჩაკრაბარტიმ იგულისხმა, რომ ‘პირველი ტალღა’ აერთიანებდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, როგორიცაა პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი. ‘პირველი ტალღის’ ქვეყნებმა უკვე მოახერხეს ევროპულ ეკონომიკაში ინტეგრირება და საკმაოდ დიდი წარმატებითაც. რაც შეეხება ‘მეორე ტალღის’ ქვეყნებს, ეს სწორედ ის ქვეყნებია, რომლებიც ახლა ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ საბაზრო ეკონომიკაში. საქართველო ამ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციაზეა," - აცხადებს EBRD-ის რეგიონალური დირექტორი.

კომენტარები