EBRD

თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო EBRD-ისგან 55.6 მლნ ევროს მიიღებს – სამინისტრო

თბილისის მერია

თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, 55.6 მლნ ევროს მიიღებს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შესაბამისი შეთანხმებები საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის დღეს, 17 იანვარს გაფორმდა. უწყების ინფორმაციით, სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენმა,

"დაახლოებით 55.6 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოხმარდება თბილისის მეტროს სადგურების რეაბილიტაციასა და მეტროს ესკალატორების განახლებას. 

პროექტს განახორციელებს თბილისის მერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით" - აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.

კომენტარები