ფეხბურთი

ლუკა მოდრიჩი წლის საუკეთესო ფეხბურთელია

0 კომენტარი
ფოტო: Zimbio.com

2007 წლის შემდეგ, პირველად მოხდა, რომ ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელად არც ლიონელ მესი დასახელდა, არც კრიშტიანუ რონალდუ. ფეხბურთელებს შორის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა დაისაკუთრა.

33 წლის ხორვატის გარდა, საუკეთესო სამეულში “ლივერპულის“ შემტევი მოჰამედ სალაჰი და “იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ იყვნენ. ხმათა უმრავლესობით, მოდრიჩმა გაიმარჯვა. გასულ სეზონში, გამოცდილი ნახევარმცველი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხუთ-ხუთჯერ დასახელდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები