facebook

ცუკერბერგი იმ 50 მილიონ მომხმარებელს შორისაა ვის ანგარიშშიც ჰაკერებმა შეაღწიეს

0 კომენტარი

The New York Times-ის თანახმად, Facebook-ის 50 მილიონ ანგარიშზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად, ჰაკერებმა შეაღწიეს Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის და საოპერაციო დირექტორის, შერილ სენდბერგის ანგარიშებში. 

პარასკევს ფეისბუქის 50 მილიონ მომხმარებელს საკუთარ ანგარიში გამორთული დახვდა. ამის მიზეზი ჰაკერული თავდასხმა იყო. გამოძიება საწყის ეტაპზეა, დღემდე უცნობია მონაცემების დარღვევის სიმწვავე - შეძლეს თუ არა ჰაკერებმა მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის ხელში ჩაგდება. 

Facebook-ის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გაი როსენის თქმით კომპანია გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობს. "რთულია იმის დადგენა, თუ ვინ იდგა ამის უკან. შესაძლოა ვერასდროს გავიგოთ."- ამბობს ის. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები