პერუ

პერუს სასამართლომ ექსპრეზიდენტის შეწყალების გადაწყვეტილება გააუქმა და ის ციხეში დააბრუნა

პერუს უზენესმა სასამართლომ ქვეყნის ექსპრეზიდენტის ალბერტო ფუხიმორის შეწყალების გადაწყვეტილება გააუქმა და მისი ციხეში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. 

80 წლის ფუხიმორი 2017 წელს პერუს იმდროინდელმა პრეზიდენტმა პედრო კუჩინიმ შეიწყალა. 

სასამართლომ შეისწავლა ფუხიმორის მმართველობის დროს მოკლული პერუელების ახლობლების შუამდგომლობა, სადაც ისინი დოკუმენტში მოითხოვდნენ, ყოფილი პრეზიდენტის შეწყალების გარემოებები შეესწავლათ.პერ

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ფუხიმორი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

" ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მამაჩემს ჯერ კიდევ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და ეს საბაბი გახდა იმის, რომ არ იმსახურებს ჰუმანურ მოპყრობას და შეწყალებას"- ამბობს ექსპრეზიდენტის შვილი კეიკო ფუხიმორი.  

ალბერტო ფუხიმორე პერუს 1990-2000 წლებში მართავდა. 2007 წელს მას ხელისუფლების ბოროტად გამოყენების, მისი პრეზიდენტობის დროს, ადამიანის უფლებების დარღვევის და კორუფციის გამო, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

კომენტარები