ინტერპოლის პრეზიდენტი

ჩინეთის მიერ დაკავებულმა ინტერპოლის შეფმა თანამდებობა დატოვა

ინტერპოლის შეფი მენგ ჰონვეი, რომელიც ჩინეთში ჩასვლის შემდეგ გაუჩინარდა, თუმცა როგორც ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, მათ ჰყავთ დაკავებული, თანამდებობას ტოვებს.

ინტერპოლის განცხადებით ჰონვეის გადადგომის მოთხოვნა კვირას მიიღეს და მასში აღნიშნული იყო, რომ გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ უნდა შესულიყო. ჰონვეის მეუღლემ, გრეის მენგმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაუჩინარებამდე ქმრისგან დანის ემოჯის შემცველი მესიჯი იმიიღო, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის საფრთხეშია.

ჰონვეის მეუღლე და მათი ორი შვილი ამჟამად საფრანგეთის პოლიციის დაცვის ქვეშ არიან.

ჩინეთის თქმით ჰონვეის წინააღმდეგ გამოძიება კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში მიმდინარეობს.

როგორც აღმოჩნდა, მენგი ჩინეთში თვითმფრინავშივე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების ბრძანება უშუალოდ პრეზიდენტმა სი ძიპინმა გასცა.

მენგი ერთ-ერთია, რომელიც ბოლო თვეებში ჩინეთში დაიკარგა - მის გარდა აქ მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები, მილიარდერები და სელებრითებიც გაუჩინარდნენ. 

ივლისში გაქრა მსახიობი ფან ბინგბინგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ  საჯარო ბოდიში მოიხადა, ის ასევე 883 მილიონი იენით (129 მილიონი აშშ დოლარი) დაჯარიმდა გადასახადების დამალვისა და სხვა დანაშაულებისთვის. თუმცა, თავად ფან ბინგბინგი უშუალოდ არ გამოჩენილა, განცხადება, რომ ის ცოცხალია, მხოლოდ მის სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

მენგ ჰონვეის თანამდებობას დროებით ვიცე-პრეზიდენტი სამხრეთ კორეელი ჯიმ იონგ იანგი დაიკავებს. ჰონვეის შემცვლელი ნოემბერში დუბაიში დანიშნულ შეხვედრაზე უნდა აირჩიონ.

კომენტარები