ოჯახში ძალადობა

ცოლის და 12 წლის გერის ცემისთვის პირს 1 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა

www.iranhumanrights.org

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლისა და არასრულწლოვანი გერის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გ.გ-ს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 

პროკურატურის ინფორმაციით, დადასტურდა, რომ 2018 წლის 8 მარტს გ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს ცოლს რამდენჯერმე დაარტყა სახეში, ხოლო 12 წლის გერს ფეხი ჩაარტყა მუხლში. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ცოლის კუთვნილი კომპიუტერი და საოჯახო ტექნიკა დააზიანა.

სამართალდამცველებმა გ.გ. იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით,  (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), 111, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა.

კომენტარები