მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: გამიხარდება, რომ ვაშაძემ განათლების საკითხებში მრჩევლობა ბერძენიშვილს სთხოვოს

მიხეილ სააკაშვილი, ლევან ბერძენიშვილი
Facebook

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ გაუხარდებოდა, თუ გრიგოლ ვაშაძე განათლების საკითხებში მრჩევლობას ლევან ბერძენიშვილს სთხოვს.

"მე გამიხარდებოდა,რომ განათლების საკითხებში გია ვაშაძემ ლევან ბერძენიშვილს სთხოვოს მრჩევლობა და ამ მიმართულების წაყვანა." დაწერა მან.


ფოტო: Facebook

სააკაშვილი ლევან ბერძენიშვილს გამოეხმაურა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

"სერიიდან -- ცვეტში მომხდარი ამბები: ვზივარ ჩემთვის ფრანქფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან "შნურით" მიბმული." 

კომენტარები