ფემიციდი

საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე სამი ქალის ცხედარი იპოვეს, მათგან ორი თინეიჯერია

0 კომენტარი

საბერძნეთ-თურქეთის საზღვარზე 3 ქალის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილებს დანით მრავალჯერ მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ცხედრები მდინარე ევროსის ნაპირას იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ უკვე დაიწყო მკვლელობის გამოძიება. BBC-ის ცნობით, სწორედ ამ სახმელეთო საზღვრიდან ცდილობენ არალეგალები თურქეთიდან საბერძნეთში გადასვლას.

ბერძნული მხარე ამბობს, რომ გარდაცვლილები აზიური წარმოშობის არიან, მათგან ორი თინეიჯერი გოგოა.

ადგილობრივი მერის თქმით, მსხვერპლები დაბმულები იყვნენ და სამივე მათგანს ყელი ჰქონდა გამოჭრილი.

ოფიციალური წყაროს ცნობით, მკვლელობის მიზეზი ქალებსა და იმ ადამიანებს შორის კამათი გახდა, რომლებსაც ისინი არალეგალურად საზღვარზე გადაჰყავდათ.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შელაპარაკების მიზეზი გაქურდვა ვერ იქნებოდა, რადგან ერთერთ მსხვერპლს ოქროს სამკაულები ეკეთა.

გარდაცვლილების სავარაუდო ასაკია - 15-20; 18-25 და 20-30.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 2018 წლის პირველ ნახევარში 8,400-ზე მეტმა მიგრანტმა და თავშესაფრის მაძიებელმა მდინარე ევროსის გავლით სცადა თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები