ხულოში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

Reuters

ხულოში, სოფელ ჭახაურში, სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია 18 წლის გოგო და 72 წლის მამაკაცი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

უწყების ცნობით, ამ წუთებში ძანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, რამაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები