რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ

რუსული პროპაგანდის გამო, უკრაინის პარლამენტმა ორ ტელეკომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ორი ტელეკომპანიის მიმართ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

უკრაინის პარლამენტმა სანქციები ტელეკომპანია 112ua-ს და NewsOne-ს დაუწესა. პარლამენტის შესაბამისი დადგენილება ძალაში დღეს შევიდა და შესაბამისად, საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. 

რადაში აცხადებენ, რომ ეს ტელეკომპანიები „აგრესორი სახელმწიფოს პროპაგანდას ეწევიან“. მათი თქმით, სანქციების შემოღების მიზეზი „ანტიუკრაინულ საქმიანობა, რუსული პროპაგანდის ტირაჟირება და ტერორიზმის იდეოლოგიის გავრცელებაა". 

სანქციები სხვადასხვა შეზღუდვებთან ერთად აქტივების ბლოკირებას და სამაუწყებლო ლიცენზიების გაუქმებას ან შეჩერებას ითვალისწინებს.

უკრაინის საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული სანქციების დაწესება ქვეყანაში ცენზურის შემოღებას და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ნიშნავს. მათ საერთაშორისო პარტნიორებს სანციები შეაფასებისკენ მოუწოდეს. 

კომენტარები