ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

გოგი წულაიამ არაშენებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ადგილას მერხი და დაფა მიიტანა

topnews.com

პარტია "თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ და კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში ადგილზე, სადაც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უნდა აშენებულიყო, მერხი, სკამი და დაფა მიიტანეს და არაშენებული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი "გახსნეს".

“რამდენი ხანია გვატყუებენ და ერთერთ მოტივად თუნდაც პარლამენტის გადატანისას გვეუბნებინა, რომ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს გიხსნით, ეს იქნება ქუთაისის პანაცეა და გადარჩენა და ამ პერფომანსით ვაჩვენე თუ რამდენი ტყუილის ლაპარაკი უყვარს ბიძინას და რა სიტუაციაშია ამ წუთას 2019 წელს გასახსნელი 60 ათას კაცზე განსაზღვრული უნივერსიტეტი.“ - ამბობს წულაია.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის საფუძვლის ჩაყრას დაესწრო. პროექტის მიხედვით, მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულდეს და ის 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი. ქართუ ფონდის განცხადების მიხედვით, ქუთაისის და თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მშენებლობას ბიძინა ივანიშვილი €1 მილიარდით აფინანსებს. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 6 წლის წინ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქუთაისის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გასცა. პროექტის მშენებლობის დაწყებისთვის კი მისმა ფონდმა 2016 წლის საარჩევნო პერიოდი შეარჩია. უნივერსიტეტის მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა. 

კომენტარები