ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან მიმართებით 1.4 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.2 თეთრით

კოლაჟი ტაბულა

ლარი დოლართან მიმართებით 1.41 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.24 თეთრით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.7524 ლარია, ერთი ევროსი კი, 3.1386 ლარი.

საქართველოს ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ დოლარი და ევრო უფრო ძვირი ღირს კომერციულ ბანკებსა და სავაჭრო პუნქტებში. 1 დოლარის შეძენა 2.76-2.79 ლარად შეგიძლიათ, 1 ევროსი კი - 3.18-3.21 ლარად.

ერთ თვეზე მეტია, ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდება დოლართან, ევროსთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით. საქართველოს ეროვნული ვალუტა ამ პერიოდში არაერთხელ გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც, თუმცა, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მტკიცებით, "ყველა მთავარ სავაჭრო პარტნიორთან ლარი არის გამყარებული". ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით კი, "ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა დღესდღეობით, არის ძალიან კარგი".

ამასთან, დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ლარის კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო. სებ-ი მოუწოდებს საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ლარის კურსის შესახებ "უსაფუძვლო განცხადებების" გაკეთებისგან. 

კომენტარები