ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 1.32 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 3.80 თეთრით

ტაბულა

ლარი დოლართან 1.32 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 3.80 თეთრით. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.7656 ლარია, ერთი ევროსი - 3.1766 ლარი.

ლარი ისევ გაუფასურდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან.

უცხოური ვალუტის შეძენა განსაკუთრებით ძვირი ღირს კომერციულ ბანკებსა და სავაჭრო გაცვლით პუნქტებში. ერთი დოლარის ყიდვა 2.78-2.80 ლარად შეგიძლიათ, ხოლო ერთი ევროსი - 3.19-3.24 ლარად.

თვეზე მეტია, ლარი თითქმის ყოველდღიურად უფასურდება დოლართან, ევროსთან, ბრიტანულ ფუნტთან და თურქულ ლირასთან მიმართებით, თუმცა, ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის მტკიცებით, "ყველა მთავარ სავაჭრო პარტნიორთან ლარი არის გამყარებული". ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით კი, "ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა დღესდღეობით, არის ძალიან კარგი".

ამასთან, 6 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ლარის კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად მოქმედებს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო. სებ-ი მოუწოდებს საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ლარის კურსის შესახებ "უსაფუძვლო განცხადებების" გაკეთებისგან. 

კომენტარები