არჩევნები 2018

ბოკერია: ზურაბიშვილის დამარცხება არის ეროვნული ამოცანა და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს

ტაბულა

როგორც პირველ ტურში ზუსტად ისე ვმუშაობთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვოს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა.

ბოკერია პარტიის გენერალური მდივნის გიგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრასაც აფასებს. მისი თქმით, განსხვავებების მიუხედავად, მეორე ტურში გაერთიანება აუცილებელია. 

"დიდი პრობლემები გვქონდა და გვაქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხედულებებში, იქნება ეს ეკონომიკა, უსაფრთხოება, ბევრ საკითხში, მათ შორის მათ საპრეზიდენტო კანდიდატთან გრიგოლ ვაშაძესთან, მაგრამ წინასწარ გარკვევით და მრავალგზის ვთქვით, ივანიშვილის და ზურაბიშვილის წინააღმდეგ ჩვენ ვიქნებით ერთიანები მეორე ტურში. რათა დამარცხდეს სალომე ზურაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ეროვნული ამოცანა ქვეყნისთვის და ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს - ამბობს ბოკერია. 

ბოკერია ამბობს, რომ ქვეყნის განვითარების მთავარი ბარიერი, ჩრდილოელ მეზობელთან ერთად, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდია. 

"ქვეყნის შიგნით მთავარი ბარიერი არის "ქართული ოცნება" და ივანიშვილი, რომელიც ნერგავს აბსოლუტურად არანორმალურ ატმოსფეროს და უკვე წლებია თან. მათი მშვიდობიანი გამარჯვების შემდეგ ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ იმისთვის, რომ ნორმალიზაცია მოხდეს პოლიტიკური კლიმატის. ამიტომაც და სხვა ბევრი მიზეზის გამო, ჩვენ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ისეთებმა, ვისთანაც ბევრი რამე საერთო არა გვაქვს პოლიტიკურ შეხედულებებში, უნდა გადავიყვანოთ ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ რელსებზე. ამას სჭირდება სალომე ზურაბიშვილის დამარცხება, ამის შემდეგ სჭირდება საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და შემდეგ უკვე ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს "ევროპული საქართველო" იქნება ხელისუფლებაში და "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში თუ პირიქით, თუ რომელ პოლიტიკურ ძალებს უჭერენ მხარს და არასდროს არ უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში ის ატმოსფერო, როდესაც მათ შორის ძალიან მწვავე ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთმანეთს მიიჩნევენ ერთმანეთის განადგურების სურვილით აღსავსე მტრებად. ეს პრობლემა არ გაჩენილა "ქართულ ოცნებასთან" ერთად, ეს პრობლემა ქართულ პოლიტიკაში იქმადეც იყო, მაგრამ ქვეყნის წინსვლა გულისხმობს, რომ რაღაც პრობლემებიდან უნდა ამოვიდეთ და წავიდეთ წინ და ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ეს პრობლემა კი არ გადაჭრა, პირიქით, გააასმაგა"- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას ჰელსინკში შეხვდა, სადაც ევროპის სახალხო პარტიის სამიტი იმართება.გიგი უგულავას თქმით, მათ არჩევნების მეორე ტურზე ისაუბრეს. 

კომენტარები