არჩევნების მეორე ტური

სალომე ზურაბიშვილი არც ახალ სააგიტაციო კლიპში მონაწილეობს [ვიდეო]

ახალი საარჩევნო ბანერების გარდა ქართული ოცნება ახალ სააგიტაციო ვიდეოსაც ავრცელებს, რომელშიც თავად პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არ მონაწილეობს. ვიდეოში ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ ხალხს, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა ბახტაძე, კახა კალაძე და დავით სერგეენკო მოუწოდებენ. 

 

დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერი ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე არიან გამოსახულებით, არცერთ მათგანზე ზურაბიშვილის ფოტო არ არის.

კომენტარები