არჩევნების მეორე ტური

სერგეენკო: თითოეული კანდიდატის პროგრამა და განვლილი ცხოვრება ნახეთ და ისე გააკეთეთ არჩევანი

ის რომ არჩევნებში მეორე ტური გახდა საჭირო, მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ არჩევნები გამჭირვალე და დემოკრატიული იყო. მეორე ტური დემოკრატიის ერთ-ერთი მაჩვენებელია. რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგებს, ეს არის საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი, თუმცა, მექნება სათხოვარი, უბრალოდ მოწოდება, რომ შეძლებისდაგვარად ყველამ გამოხატოს თავისი მოქალაქეობრივი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. ეს საკითხები არის: თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პროგრამა, მათი განვლილი ცხოვრება და მათ მიერ განხორციელებული აქტივობები და ასევე ის აქტივობები, რომელიც ახლა მიმდინარეობს მთავრობაში, ეს ყველაფერი უნდა შეჯამდეს და ამის საფუძველზე უნდა გაკეთდეს არჩევანი. მე მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ამ ყველაფერს ხედავს და მეორე ტურში სწორ არჩევანს გააკეთებს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არჩევნების მეორე ტურის შესახებ. სერგეენკოს ამ კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები