ტოლერანტობის ქომაგი

2018 წლის ტოლერანტობის ქომაგები დაჯილდოვდნენ

ტაბულა

დღეს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების მიერ გამოვლენილი ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოვეს.

ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადასცეს:

  • ჰოლანდიის ელჩ იოს დაუმას
  • დედა სიდონიას
  • ნათია კაპანაძეს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორია
  • სოფიო სიჭინავას, ცესკოს კოორდინაციის დაგეგმვის და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსს
  • ვაჟა ვარდიძეს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენელს
  • ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრს
  • ვიტალი საფაროვს,უფლებადამცველს რომელიც სავარაუდოდ ქსენოფობიურ ნიადაგზე მოკლეს. ჯილდო დედამისს გადაეცა.
  • მედიაორგანიზაცია ბათუმელებს
  • მარნეულის სათემო რადიოს
  • პანკისის სათემო რადიო WAY-ს

ასევე გაიცა სპეციალური ჯილდოები, ადამიანებისთვის, რომლებიც ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრები არიან მისი დაარსების დღიდან.

სპეციალური ჯილდოს მფლობელები არიან:

  • გარი აუგუსტი, ქართველ გერმანელთა სათვისტომოს​ ხელმძღვანელი
  • რეგინა იაკობიძე, ლატვიის სათვისტომოს თავმჯდომარე საქართველოში

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას.

კომენტარები