აშშ-ს პრეზიდენდი, დონალდ ტრამპი ხანძრის შედეგად დაზარალებულ კალიფორნიაში ჩავიდა. ის კალიფორნიის შტატის გუბერნატორს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
"არავინ ფიქრობდა, რომ ეს მოხდებოდა"- აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრამპი მოსახლეობას დახმარებას დაპირდა.
ბოლო მონაცემებით, ჩრდილოეთ კალიფორნიაში ტყის ხანძრის შედეგად დაკარგულია 1276, ხოლო დაღუპულია 76 ადამიანი.