ცნობილი ადამიანები

ჯეიდენ სმიტის თქმით, რეპერი Tyler the Creator მისი შეყვარებული იყო, არის და იქნება

Splash/Getty

ჯეიდენ სმიტის თქმით, რეპერი Tyler the Creator მისი შეყვარებულია.

უილ სმიტისა და ჯად პინკეტ-სმიტის 20 წლის ვაჟი ადასტურებს, რომ ჰიპ-ჰოპ არტისტი Tyler, the Creator მისი შეყვარებულია.

ამის შესახებ სმიტმა კალიფორნიაში პერფომანსისას ფანებს უთხრა - "მინდა ვთქვა, Tyler, the Creator, იგი ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო მეგობარია და ძალიან მიყვარს. კიდევ რაღაცის თქვა მინდა, ტაილერს არ სურს თქმა, მაგრამ იგი ჩემი შეყვარებული იყო, არის და მთელი ცხოვრების ანძილზე იქნება. ეს სიმართლეა!" - ფანის მიერ გადაღებულ ვიდეოში მარტივად შევნიშნავთ ჯეიდენის ემოციას, რაც უნდა მიგვანიშნებდეს, რომ მან სიმართლე თქვა.


მოგვიანებით სმიტმა საკუთარ ტვიტერზე Tyler the Creator მონიშნა და დაწერა - "ყველას ვუთხარი, ახლა აღარ შეგიძლია უარყო".

ამჟამად კვლავ გაურკვეველია ხვდებიან თუ არა ჯეიდენი და ტაილერი ერთმანეთს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ორივე არტისტმა ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ პროექტებში საჯაროდ სწორედ საკუთარ სექსუალური ორიენტაციაზე ისაუბრა.

კომენტარები