ფემიციდი

მსოფლიოში ყოველ დღე საშუალოდ 137 ქალს პარტნიორები ან ოჯახის წევრები კლავენ

0 კომენტარი

"2017 წელს მოკლული 87,000 ქალიდან ნახევარზე მეტი მისთვის ყველაზე ახლო ადამიანის ხელით მოკვდა. აქედან 30,000 პარტნიორმა მოკლა, ხოლო 20,000 ნათესავმა." - წერია გაეროს ახალ კვლევაში, რომელიც ქალების გენდერთან დაკავშირებულ მკვლელობებს ეხება.

იმავე კვლევის 2012 წლის მონაცემებით, პარტნიორების/ოჯახის წევრების მიერ მოკლულ ქალთა რაოდენობა 48,000 იყო, რაც ნიშნავს, რომ 2017 წელს რაოდენობა გაიზარდა.

2017 წელს ოჯახის წევრის/ პარტნიორის მიერ მოკლული 50,000 ქალიდან 20,000 აზიაში მოკლეს, 19,000 აფრიკაში, 8,000 ამერიკა, 3,000 ევროპა და 300 ოკეანეთი. მიუხედავად ამისა, ყოველ 100,000 მოსახლეზე 3,1 ამ ნიშნით მოკლული ქალით აფრიკა ის რეგიონია, სადაც ქალები ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ არიან.

რეგიონები, სადაც 2017 წელს ყველაზე მეტი ქალი მოკლა პარტნიორმა აზია და აფრიკაა - ორივეგან 11,000. შემდეგ მოდის ამერიკა - 6,000, ევროპა - 2,000, ოკეანეთი - 2,000.

მიუხედავად იმისა, რომ მოკლული მამაკაცების რაოდენობა 4-ჯერ აჭარბებს მოკლული ქალების რაოდენობას, ოჯახის წევრის/პარტნიორის მიერ განხორციელებული მკვლელობების მსხვერპლები გენდერული ნიშნით ასე გადანაწილდნენ - მამაკაცები 36%, ხოლო ქალები 64%. ასევე დიდია პარტნიორების მიერ მოკლული ქალების რაოდენობა მამაკაცებთან შედარებით - ქალები - 82%, მამაკაცები - 18%.

კვლევის მიხედვით, ფემიციდის მსხვერპლები მოკლულები არიან არა მხოლოდ ყოფილი, თუ ახლანდელი პარტნიორების მიერ, არამედ მამების, ძმების, დედების, დების და ოჯახის სხვა წევრების მიერ იმიტომ, რომ მათი სტატუსია - ქალი. პარტნიორების მიერ ჩადენილი მკვლელობა ხშირად არ არის სპონტანური აქტი, არამედ “უპირატეს სქესთან” დაკავშირებული ძალადობა. ეჭვიანობისა და მიტოვების შიში მოტივებს შორის ყველაზე ხშირია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნინი გოგიჩაიშვილი

კომენტარები